"ემპოლის" მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი მოხსნეს და აურელიო ანდრეაცოლის დააბრუნებენ

AutoSharing Option
"ემპოლიმ" მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი გადააყენა.

54 წლის სპეციალისტმა გუნდი 2018 წლის ნოემბერში ჩაიბარა, მაგრამ მდგომარეობა ვერ გამოასწორა და სამუშაოდან დაითხოვეს.

მან მაშინ აურელიო ანდრეაცოლი შეცვალა, რომელიც თავის დაბადების დღეზე მოხსნეს.

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ემპოლი" ანდრეაცოლის დააბრუნებს და ამას მალე ოფიციალურად იუწყებს.

27 ტურის შემდეგ "ემპოლი" 22 ქულით მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული