ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა ფორვარდმა პაულო დიბალამ მილანის "ინტერის" შეთავაზებას უარით უპასუხა. 25 წლის შემტევს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სურს.
"იუვენტუსს" დიბალას მაურო იკარდიში გაცვლა და 8 მილიონი ევროს დამატება სურდა, თუმცა დიბალამ აღნიშნულ ტრანსფერზე უარი განაცხადა.
Tutto Mercato-ს ინფორმაციით, დიბალას ასეთი გადაწყვეტილება მის მიმართ "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან არსებულ ინტერესს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დიბალამ "იუვენტუსის" მაისურით მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.