ინტერნეტში ვრცელდება "იუვენტუსის" მაისურის ფოტოები, რომლითაც ტურინული კლუბი 2019-2020 წლების სეზონში ითამაშებს.
ახალი სათამაშო კომპლექტის მთავარი ცვლილება ტრადიციულ ვერტიკალურ ზოლებზე უარის თქმა გახდა.
ამის ნაცვლად მაისურის მარჯვენა მხარე მთლიანად თეთრი, მარცხენა - მთლიანად შავი, მათ შორის კი წვრილი ვარდისფერი ზოლი იქნება.
ამ ინფორმაციაზე კლუბის მხრიდან ჯერ არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა, ახალ სათამაშო კომპლექტს კი "იუვენტუსი" ოფიციალურად მაისში წარადგენს.