სერია A: "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ჩემპიონობა გადაუდო [VIDEO]

AutoSharing Option
"იუვენტუსს" "სკუდეტოს" მოგება გარანტირებული აქვს. ახლა მის ოფიციალურად გასაფორმებლად სულაც არ სცალია, რადგან 16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში "აიაქსს" მასპინძლობს.

ამიტომ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "სპალთან" გასვლით შეხვედრაში ნახევრად სარეზერვო შემადგენლობა ათამაშა და ტურინელები 1:2 დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა გოლი "იუვეს" 19 წლის თავდამსხმელმა მოიზე კინმა, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან გოლები ბონიფაციმ და ფლოკარიმ გაიტანეს. სხვათა შორის, 36 წლის ფლოკარიმ ამ სეზონში პირველად დალაშქრა მეტოქეთა კარი.


ფერარა. "პაოლო მაცა"
სპალი - იუვენტუსი 2:1
გოლები:
0:1 კინი (30), 1:1 ბონიფაცი (49), 2:1 ფლოკარი (74)

"ბებერი ქალბატონის" უახლოესმა მდევარმა "ნაპოლიმ" კი გასვლაზე 3:1 სძლია აუტსაიდერ "კიევოს". დუბლი მცველმა კულიბალიმ შეასრულა.

ვერონა. "მარკ'ანტონიო ბენტეგოდი"
კიევო - ნაპოლი 1:3
გოლები: 0:1 კულიბალი (15), 0:2 მილიკი (65), 0:3 კულიბალი (64), 1:3 ცესარი (90)


ახლა "იუვენტუსი" "ნაპოლის" 17 ქულით უსწრებს. მომავალ ტურში "ნაპოლი" "ატალანტას", ხოლო "იუვე" "ფიორენტინას" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული