მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "აიაქსთან" დამარცხდა, ტურინში ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყეს.
"იუვენტუსი" სერია A-ს ისედაც იგებდა. მათ კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მიიყვანეს, თუმცა ალეგრის მწვრთნელობისას ეს ვერ შეძლეს. Il Giornale წერდა, რომ "იუვენტუსში" ხოსეპ გვარდიოლას მიყვანა უნდათ.
Marca-ს ინფორმაციით კი, მსგავს ნაბიჯს "იუვენტუსის" ხელმძღვანელობისგან კრიშტიანო რონალდო მიესალმება.
გამოცემა ასევე აცხადებს, რომ გვარდიოლას მოსვლის შემთხვევაში დიბალაც ათამაშდება და მის საუკეთესო თამაშს ვიხილავთ.