ადრიანო გალიანი: მე და კაპელო მაგრად დავთვერით და ჩემპიონთა ლიგის თასი ნაგვის ურნაში ვიპოვეთ

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ 1994 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მომხდარი ამბავი გაიხსენა.

ფინალში როსონერიმ "ბარსელონა" 4:0 დაამარცხა.

"ათენში მე და ფაბიო კაპელო დილამდე ღვინოს ვსვამდით და ჩემპიონთა ლიგის თასი დაგვავიწყდა. ლიფტთან რომ მივედით, ნაგვის ურნაში აღმოვაჩინეთ. ალბათ, დამლაგებელმა ჩადო.

თასი ოთახში შევიტანე და მასთან ერთად დავიძინე. მეორე დღეს მეუღლეს ვუთხარი, რომ საუკეთესო ღამე გავატარე", - ციტირებს გალიანის Football Italia.

"მილანმა" ჩემპიონთა ლიგა შვიდჯერ, უკანასკნელად კი 2007 წელს მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული