რონალდოს დედა თვლის, რომ მისმა შვილმა 20-წლიანი პაუზის შემდეგ "იუვენტუსს" სკუდეტო მოაგებინა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" თავდამსხმელის, რონალდოს დედა დოლორეს ავეირუ შვილის არარსებული მიღწევით აღფრთოვანებულია.

თავის "ტვიტერზე" დოლორესმა დაწერა, რომ რონალდოს გადასვლამდე "იუვე" კრიზისში იყო და მხოლოდ მისი შვილის დამსახურებაა, რომ თითქმის 20 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა.

ბოლოს კი აღნიშნა:"ჩემი შვილი - ჩემი სიამაყეა".

"იუვენტუსმა" რონალდოს გადასვლამდე ზედიზედ შვიდჯერ მოიგო სკუდეტო.

იტალიის მიმდინარე პირველობის 29 მატჩში პორტუგალიელმა 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული