13 მაისს, სერია A-ს 36-ე ტურში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია აუტსაიდერ "კიევოს".
"ნერაძური" 66 ქულით მესამე ადგილზეა და 19 მაისს, შემდეგ ტურში სტუმრად "ნაპოლის" შეხვდება.
ბოლო 10 წუთი სტუმართა გუნდში 40 წლის თავდამსხმელმა სერჟიო პელისიერმა ითამაშა, რომელსაც ტიფოზებმა ოვაციები გაუმართეს. მან თავის გუნდში 19 სეზონი ითამაშა და მალე ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.
მილანი. "სან სირო". 57 855 მაყურებელი
ინტერი - კიევო 2:0
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 2:0 პერიშიჩი (86)
გაძევება: რიგონი (76, კიევო)
ინტერი: ჰანდანოვიჩი, სოარეში, მირანდა, ასამოა, შკრინიაკი, ნაინგოლანი, ვალერო, ვესინო (გალიარდინი
65), პერიშიჩი, პოლიტანო (კანდრევა 62), იკარდი (მარტინესი 79)
კიევო: შემპერი, ცესარი, ბანი, ტომოვიჩი (იაროშინსკი 78), ვიგნატო (პელისიერი 80), დეპაოლი, რიგონი, ჰატემაი, მეჯორინი, გრუბაცი (კიინი 51), ლერისი