ჯიჯი ბუფონი მანჩინის ბალოტელის იტალიის ნაკრებში დაბრუნებას ურჩევს

AutoSharing Option
პსჟ-ის მეკარე ჯიჯი ბუფონი მწვრთნელს, რობერტო მანჩინის მოუწოდებს, "მარსელის" თავდამსხმელი მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში დააბრუნოს.

"ბალოტელი "მარსელში" კარგად თამაშობს. ნაკრებს სჭირდება. ამბობენ, თითქოს საფრანგეთის ჩემპიონატი მაღალი დონის არაა. შესაძლოა, ტაქტიკით არ გამოირჩევა, მაგრამ ტექნიკით და "ფიზიკით" კარგია.

პსჟ, "ლილი" და "ლიონი" რომ სერია A-ში ასპარეზობდნენ, ხუთეულში მოხვდებოდნენ", - განუცხადა ბუფონმა E poi c'e Cattelan-ს.

საფრანგეთის მიმდინარე პირველობაზე ბალოტელიმ 8 გოლი გაიტანა და ყველა მეორე წრეში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული