"იუვენტუსის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ კლუბის ხელმძღვანელებს საკუთარი დამოკიდებულება გააცნო ტურინული გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურის შესახებ.
როგორც Football Italia გვამცნობს, პორტუგალიელი ვარსკვლავი იმედოვნებს, რომ იტალიური გრანდის დამრიგებელი კარლო ანჩელოტი გახდება. რონალდომ უკვე მიმართა კლუბს, რათა განიხილონ 59 წლის სპეციალისტის "იუვეს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე.
ამასთანავე, გამოცემა ამბობს, რომ ანჩელოტის "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს და ნეაპოლის დატოვების სურვილიც არ გააჩნია.
აღსანიშნავია ის, რომ 1999-2001 წლებში კარლო ანჩელოტი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი იყო. ხოლო 2013 დან 2015 წლამდე რონალდუს წვრთნიდა მადრიდის "რეალში."
შეგახსენებთ,
მაურისიო პოჩეტინიომ "იუვენტუსში" წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონი მოითხოვა