გადაწყდა - მაურიციო სარი "იუვენტუსს" ამ დღეებში ჩაიბარებს

AutoSharing Option
"ჩელსი" გუნდის მენეჯერს, მაურიოციო სარის ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში, კონტრაქტის კომპენსაციის გარეშე გაწყვეტას დაჰპირდა და პირობა შეასრულა.

სარი "არისტოკრატებს" დატოვებს და "იუვეს" ჩაიბარებს. ეს ყველაფერი ამ დღეებში მოხდება.

ეს ამბავი ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ იუწყა, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს სარისთან. სწორედ მან გაავრცელა პირველად ინფორმაცია, როდესაც სარი სამუშაოდ "ნაპოლიდან" "არისტოკრატებში" გადავიდა.

სარი ლონდონური კლუბის აღმასრულებელ დირექტორს მარინა გრანოვსკაიას შეხვდა და უთხრა, რომ სამშობლოში დაბრუნება უნდა.

გასულ სეზონში "ჩელსიმ" პრემიერლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგა მოიგო.

ბიანკონერის არჩევანი მოუწონა ამ გუნდის
ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ. მან განაცხადა, რომ თუ რაიმეს შეცვლას და ნაბიჯის წინ გადადგმას აპირებენ, სარი ამისათვის იდეალური კანდიდატია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საერთოდ არ გამიხარდა.. ვინმე უკეთესს ველოდი.. არ მომწონს ამ კაცის მიერ გაწვრთნილი გუნდის თამაშის სტილი :(
juve fan
01 ივნისი 2019 20:14
0
ოო საინტერესო სერია ა გველოდება კონტე პაპა კარლო სარი აგერ იუვეში
თემური
01 ივნისი 2019 12:31
0
ხოდა ლამპარდსაც ვიხილავთ ცელსის მწვრთნელად
იმერელი
01 ივნისი 2019 10:03
0
თქვენ არ დაწერეთ გუარდიოლა გადავიდა იუვენტუსშიო?
odala
01 ივნისი 2019 07:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული