"ჩელსის" მენეჯერმა მაურიციო სარიმ ევროპა ლიგაზე გამარჯვება თავისი ყოფილი გუნდის, "ნაპოლის" გულშემატკივრებს მიუძღვნა.
"15-დან 12 მატჩი მოვიგეთ და ტურნირზე ყველა გუნდზე მეტი გოლი გავიტანეთ. ფინალში სერიოზული მეტოქე 4:1 დავამარცხეთ.
ამ გამარჯვებას "ნაპოლის" ტიფოზებს ვუძღვნი, რადგან მათ ასეთი სიხარული ვერ ვაჩუქე; აგრეთვე - ფეხბურთელებს, რომლებმაც ფინალში ტრავმის გამო ვერ ითამაშეს.
კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაველაპარაკო და გავიგო, რა შემიძლია გუნდისთვის გავაკეთო და რა შეუძლია კლუბს ჩემთვის გააკეთოს. მიყვარს პრემიერლიგა და გამიმართლა, რომ "ჩელსიში" აღმოვჩნდი. ჩემი აზრით, დარჩენა დავიმსახურე, მაგრამ მარტო ჩემი აზრი
საკმარისი არაა", - განაცხადა სარიმ.
"ჩელსიმ" "არსენალი" ფინალში 4:1 დაამარცხა და მეორედ მოიგო ევროპა ლიგა.