"სამპდორიის" მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო "მილანში" ჯენარო გატუზოს შეცვლის მთავარ კანდიდატად ითვლება, იტყობინება Football Italia.
51 წლის სპეციალისტი უკვე გამართა მოლაპარაკებები მილანურ კლუბთან.
იტალიურ მედიაში იტყობინებიან, რომ პაოლო მალდინი, რომელიც ამჟამად "მილანის" სპორტული სტრატეგიისა და განვითარების დირექტორია კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობად დაიკავებს და ჯამპაოლოს დანიშვნა პრიორიტეტული ამოცანა იქნება.
გარდა ამისა განიხილებიან სიმონე ინძაგი (ლაციო) და რობერტო დ ძერბი (სასუოლო).
თავად ჯამპაოლო, რომელსაც მიმდიანრე კონტრაქტის მიხედვით კიდევ ერთი წელი დარჩა, ფიქრობს, რომ "სამპდორიაში" მისი დრო წავი
და და კლუბის პრეზიდენტს მასიმო ფერეროსა და სპორტულ დირექტორ კარლო ოსტის წასვლის შესახებ აცნობა.
თუმცა ფერეროს მწვრთნელის გაშვება არ სურს და მას ახალი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.