მას გუშინ დაუსრულდა პსჟ-სთან კონტრაქტი, უმალ ტურინში გადაფრინდა და დღეს "იუვენტუსმა" კონტრაქტი გაუფორმა, რომლის დეტალებს არ ახმაურებენ.
მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ ფეხბურთელს სეზონურ გასამრჯელოდ 7 მილიონი დაენიშნა, მისი აქტიური დედა ვერონიკა კი, რომელიც შეთავსებით თავისი შვილის აგენტიცაა, საკომისიოს სახით 10 მილიონს მიიღებს.
24 წლის რაბიომ საფრანგეთის გასული ჩემპიონატის 14 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.