ამ ინფორმაციას "დეილი მეილი" ავრცელებს - "იუვენტუსი" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენის სამსახურით დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, "იუვე" ერიკსენთან კონტრაქტის გაფორმებას მომავალი წლის ზაფხულში გეგმავს, როდესაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.
თუმცა იქამდე კრისტიანმა შესაძლოა, ნავსაყუდელი გამოიცვალოს, ვინაიდან "რეალი" და "ატლეტიკო" ეპატიჟებიან.
გასულ სეზონში ერიკსენმა კლუბში 51 მატჩში 10 გოლი და 17 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი სატრანსფერო ფასი კი 100 მილიონი ევროა.