"ნაპოლის" თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე იტალიის ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი განაცხადიდან ამოღებულია და ნაკრების შეკრება დატოვა, რადგან ტურინის "იუვენტუსთან" (4:3) სერია A-ს მატჩში ტრავმა მიიღო.
ინსინიეს ნაკრებში "ფრაიბურგის" ფორვარდი ვინჩენცო გრიფო შეცვლის. უახლოეს 2 მატჩში იტალია ევრო 2020-ის შესარჩევში სომხეთსა და ფინეთს შეხვდება.