იტალიის ხელისუფლებამ 114 პირატული საიტი დახურა, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის ტრანსლაციას ანხორციელბდნენ, იტყობინება გამოცემა Corriere dello Sport.
აღნიშნულ ოპერაციას "უფასო ფეხბურთი" შეარქვეს. სერია A აქტიურად ებრძვის პირატულ ტრანსლაციებს და სხვადასხვას ზომებს იღებს, რათა არალეგალური ტრანსლაციები აკრძალოს.
"ჩვენი პროდუქტი, ბრენდი და გულშემატკივართა უფლებები უნდა იყოს დაცული პირატული საქმიანობისგან", - თქვა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი-დე სიერვო.