კევინ-პრინს ბოატენგი: იდიოტი ვიყავი - ერთ დღეში სამი ავტომობილი შევიძინე

AutoSharing Option
"ფიორენტინას" ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა კარიერის დასაწყისში საქმისადმი თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"იდიოტი ვიყავი. ნიჭი მქონდა, მაგრამ დღეში მაქსიმუმ ერთი საათი ვვარჯიშობდი. ბოლო მივდიოდი და პირველი მოვდიოდი. დროს მეგობრებთან ერთად ვატარებდი.

ფული მქონდა და მეფესავით ვცხოვრობდი. სპორტულ დარბაზში დამატებით არასოდეს არ დავდიოდი. ასეთი დამოკიდებულება კარიერაზე მოქმედებს.

როდესაც "ტოტენჰემში" ვთამაშობდი, ერთ დღეში სამი ავტომობილი ვიყიდე (Lamborghini, Hummer, Cadillac). ახლა ახალგაზრდებს ვეუბნები, რომ ბედნიერების შეძენა შეუძლებელია.

არ ვთამაშობდი, ოჯახური პრობლემები მქონდა, შემადგენლობაში არ მაყენებდნენ. ბედნიერებას კეთილ ცხოვრებაში ვეძებდი: მანქანა ერთი კვირით გაგხდის ბედნიერს, სამი
ვიყიდე და სამი კვირა ვიყავი ბედნიერი", - განუცხადა ბოატენგმა "რეპუბლიკას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული