"ფიორენტინას" მფლობელი: 36 წლის რიბერიმ რონალდოზე უკეთ ითამაშა

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ნამატჩევს (0:0) "ფიორენტინას" მფლობელი როკო კომისო მშვენიერ ხასიათზე იყო და ჟურნალისტებთან კომენტარი ხალისიანად გააკეთა:

"ძალინ ბედნიერი ვარ, რადგან ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. შესანიშნავი საღამო იყო.

ნახეთ, 36 წლის რიბერიმ როგორ ითამაშა? რონალდოზე უკეთესად! გაეტანო კასტროვილი და ფედერიკო კიეზაც დიდებულად გაისარჯნენ.

ეს მატჩი თითქოს ჩემი კომპანია Mediacom-ის ისტორიაა. "იუვეს" შემდგენლობა 300-მილიონევროიანი იყო, ჩვენი კი - დაახლოებით 50-მილიონიანი. მაინც მოვიპოვეთ ქულა. დრო მომეცით და "ფიორენტინას" რამის მოგებაში დავეხმარები. შეხედეთ ჩვენს წარმატებას უკანასკნელ ორ თვეში, ამდენი აბონემენტი ბოლო 30 წელიწადში არ გაგვიყიდია.

გუნდი
გადავაწყეთ და რიბერის სახით დიადი ჩემპიონი დავიმატეთ. დრო მოგვეცით და დღევანდელის მსგავს თამაშებს მოვიგებთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული