სერია A-ს მესამე ტურში "ფიორენტინა" და "იუვენტუსი" უგოლოდ დაზავდნენ.
მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოვიდა და ლოგიკური ფრით დასრულდა.
"იუვენტუსი" 7 ქულით ჯერჯერობით ლიდერია, "ფორენტინა" კი 1 ქულით მე-16 ადგილზეა.
"ბიანკონერის" მწვრთნელმა სარიმ მისი გუნდის არცთუ კარგი თამაში ტრავმებს და ფლორენციულ სიცხეს დააბრალა.