სერია A-ს მე-5 ტურში "მილანი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ტორინოსთან".
პირველ ტაიმში "როსონერი" პენალტით პიონტეკმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი, ოთხწუთიან ინტერვალში, დუბლი ბელოტიმ შეასრულა და "ტორინომ" გაიმარჯვა.
"მილანმა" 5-დან 3 მატჩი წააგო და მის მწვრთნელ ჯამპაოლოს გადაყენება ემუქრება. მას ამ თამაშის წინ მდგომარეობის გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს, მაგრამ შეიძლება იქამდე მოხსნან.
1978 წლის შემდეგ პირველად, "მილანმა" 6 მატჩში ვერ მოახერხა "ტორინოს" ძლევა, 2012 წლის შემდეგ კი ტურინში ვერ მოუგო.