"მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 3 კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
"მილანმა" წარუმატებელი სტარტის შემდეგ ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე დაიწყო ფიქრი, - იტყობინება Calcio Mercato.

წყაროს ინფორმაციით, მთავარი კანდიდატები მასიმილიანო ალეგრი, ლუჩანო სპალეტი და კლაუდიო რანიერია.

ალეგრი "მილანის" ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული ვარიანტია, თუმცა კლუბი მიიჩნევს, რომ იტალიელი სპეციალისტის დარწმუნება, ჩაიბაროს ასეთ რთული პროექტი, მარტივი არ იქნება.

გარდა ამისა, "მილანისთვის" ალეგრის ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ასევე რთული იქნება.

სპალეტიმაც დიდი ხელფასი მოითხოვა, რანიერი კი სათადარიგო ვარიანტია.

"მილანი", მარკო ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით, სეზონის სტარტზე 6-დან მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და სერია A-ში მე-12 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული