დრის მერტენსი ტიფოზებზე: 75 წლის მეზობელი ქალი შემომილაწუნებს ხოლმე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ბელგიელმა თავდამსხმელმა დრის მერტენსმა იტალიელთა ფეხბურთისადმი სიყვარულზე ისაუბრა.

"ფეხბურთი იტალიაში ეს რაღაც საოცარი ავადმყოფობასავითაა. აქ ხალხი სპორტისადმი სიყვარულით ბავშვობიდანაა მოწამლული.

ჩემს სახლში ერთი სართულით ზემოთ 75 წლის ქალბატონი ცხოვრობს. ყოველ დილით მეუბნება:"ურიგოდ არ გითამაშია, კარგი ბიჭი ხარ".

თუმცა, თუ ცუდად ვითამაშე, შემომილაწუნებს და მეტყვის, რომ უკეთაც შემეძლო თამაში. ბელგიაში ასეთი რამ არ ხდება!

აქ 7 წელი ცხოვრების შემდეგ თავს ნეაპოლელად ვგრძნობ. ბევრი მეგობარი მყავს, ხალხი ხედავს, რომ მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები. ვცდილობ ნეაპოლელივით ვიცხოვრო. ეს შესანიშნავი ქალაქია. ენა ვისწავლე, ყველაფერი
იდეალურად მაქვს, - განაცხადა მერტენსმა Football Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაზე მერტენსმა 5 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული