პირველად 65 წლის შემდეგ, იტალია მწვანე ფერის ფორმით ითამაშებს - Puma-მ ისტორია გააცოცხლა [PHOTO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა უჩვეულო ფორმა წარადგინა, რომელშიც 12 ოქტომბერს საბერძნეთთან ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

კომპლექტი მწვანე ფერშია შესრულებული. საფუძვლად აიღეს ფორმა, რომელიც იტალიის ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, კერძოდ კი, 1954 წელს იტალიის ნაკრებმა რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

საბერძნეთთან მატჩი კი ასევე "ოლიმპიკოზე" ჩატარდება და ამ შეხვედრაში "სკუადრა აძურას" შეუძლია ევრო 2020-ზე მოხვედრა გაიფორმოს.

მწვანე ფერს რენესანსს უკავშირებენ და იტალიური ფეხბურთის ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას უძღვნიან. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე აღნიშნულია, რომ ნაკრების
ტექნიკური სპონსორი კომპანია Puma არის. კომპანიის შთაგონების წყარო ფორმის დიზაინის შექმნისას აღორძინების ეპოქის არქიტექტურა და ქსოვილები იყო.

Sportall.Ge

რაც შეეხება ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს, არგენტინასთან 1954 წელს მოგების შემდეგ, იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა მწვანე ფორმის ძირითად ფერად აირჩიეს, ხოლო ლურჯი ფორმა მთავარი ნაკრების პრივილეგიად დარჩა, რომელიც ყველა ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის მიზანია.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების განაცხადში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომლის ასაკი 25 წელი და ნაკლებია.

Puma იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან 2003 წლიდან მუშაობს. 2015 წელს მხარეებმა კონტრაქტი გაახანგრძლივეს, რომლის მიხედვით, იტალიელები წელიწადში დაახლოებით 25 მლნ ევროს იღებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეხლა ვიტყვი რაღაცას და დამაყრიან ლიბერალები დისლაიქებს არადა აბა როგორ არ ვთქვა დავიჯერო ამხელა იტალიაში ერთი თეთრ კანიანი მამაკაცი არ მოიძებნებოდა? ორი ზანგი და მულატი რომ არ გამოეყვანათ? თან თეთრ გოგოსთან ერთად დავიღალე მართლა დავიღალე უკვე ამ ზანგების და თეთრი გოგოების დაწყვილების პროპაგანდიტ პირდაპირ გვითხარით რომ ზანგებმა მხოლოდ თეთრ კანინი ქალები უნდა..
დათუნაშვილი
08 ოქტომბერი 2019 17:05
6
ძალიან საწყალი ხარ
superman
09 ოქტომბერი 2019 12:54
2
პათოსში გეთნხმები, თუმცა, შავკანიანი და თეთრკანიანი ამ სურათზე, ორივე გოგოა :)
xman
09 ოქტომბერი 2019 10:44
1
რა ლამაზი ფორმაა. გასწიე-გამოსწიე დიზაინში უმაგრესები არიან.
შეტევა
08 ოქტომბერი 2019 15:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული