იტალიური მედია: "მილანს" პიოლი დღესვე ჩაიბარებს, ჯამპაოლო გადაყენებულია

AutoSharing Option
"მილანმა" მთავარი მწვრთნელის, მარკო ჯამპაოლოს გადაყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "როსონერიმ" უკვე შეატყობინა ჯამპაოლოს გადაყენების შესახებ.

მის ნაცვლად გუნდს, დიდი ალბათობით, რომის "ლაციოს", მილანის "ინტერისა" და "ფიორენტინას" ყოფილი თავკაცი სტეფანო პიოლი გაწვრთნის.

ასევე არსებობს ლუჩანო სპალეტის ვარიანტი, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან სპალეტი "ინტერთან" კონტრაქტის გაწყვეტის მოლაპარაკებებს აწარმოებს და ჯერჯერობით მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

პიოლი დღეს "მილანის" ხელმძღვანელობას შეხვდება. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება დღესვე შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჯამპაოლოს ხელმძღვანელობით, "მილანმა" სერია A-ში 4 მატჩი წააგო და
3 მოიგო. გუნდმა 9 ქულა დააგროვა და ცხრილში მეათე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული