ალესანდრო ნესტა: "მილანი" მწვრთნელებისთვის სასიკვდილო მახედ გადაიქცა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ნესტამ კლუბში მიმდინარე სიტუაციის შესახებ აზრი გამოთქვა.

"მალდინისა და ბობანის კავშირი სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა კლუბი ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება, სამუშაო კარგად შესრულდა თუ არა. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ შედეგი ერთი წლის ან რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდება.

"იუვენტუსი" დღეს ძლიერია, რადგან ადრე მათ მყარი ფუნდამენტი შექმნეს, ხოლო "მილანი" მწვრთნელებისთვის სასიკვდილო მახედ გადაიქცა. ზოგმა ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა წარმატებას მიაღწია, ზოგმა - ნაკლებად, თუმცა ისინი რთულ მდგომარეობაში იყვნენ", - ციტირებს ნესტას
Calciomercato.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული