26 ოქტომბერს, სერია A-ს მე-9 ტურში "ლეჩესა" და "იუვენტუსის" მატჩი 1:1 დასრულდა.
"იუვემ" რონალდოს გარეშე ითამაშა, რომელსაც მწვრთნელმა სარიმ დასვენების საშუალება მისცა და ანგარიში 50-ე წუთზე პენალტით დიბალამ გახსნა, ხოლო 6 წუთის შემდეგ ასევე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი მანკოზუმ გაიტანა.
"ლეჩემ" ჩემპიონატზე "ბიანკონერის" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
"იუვენტუსი" 23 ქულით პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ დღეს "ინტერმა" "პარმას" სძლია, გალიდერდება.
31 ოქტომბერს "იუვენტუსი" "ჯენოას" უმასპინძლებს.