რიბერი რიბერის დაემსგავსა - FIFA20-ში ფრანგის გამოსახულება შეცვალეს [PHOTO]

AutoSharing Option
კომპიუტერულ თამაშ FIFA20-ში სხვადასხვა დეტალი განაახლეს და 37 ფეხბურთელის გამოსახულება შეცვალეს, მათ შორის, ცვლილება შეეხო ფლორენციის "ფიორენტინას" ვეტერან ფრანგ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის.

წინა ფოტოზე რიბერიმ საკუთარი თავის ამოცნობაც ვერ შეძლო, ახლა კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვლილი გამოსახულება ნამდვილად ჰგავს მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს.


Sportall.Ge

ფრანკ რიბერიმ წლევანდელ სეზონში სერია A-ს 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა. "ფიორენტინა" ფრანგის კარიერაში მე-8 გუნდი გახლავთ. რიბერიმ პროფესიონალური კარიერა 2000 წელს "ბულონში" დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული