მაურიციო სარი: ვიდეოგამეორების სისტემის ვერაფერი ვერ გავიგე

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა ვიდეოგამეორების სისტემაზე.

"ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ მირჩევნია მოედანზე ყველაფერი მსაჯებმა გადაწყვიტონ. თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ვიდეოგამეორება არ მომწონს.  მიუხედავად იმისა, რომ განგვიმარტეს, პირადად მე ვერაფერი ვერ გავიგე.

ადაპტირებაა საჭირო. ეს სისტემა შეცდომათა გამოსასწორებლად მოიგონეს. სხვა ქვეყნებთან შედარებით ამას იტალიაში უფრო ხშირად იყენებენ. საზღვარგარეთ სხვაგვარად იყენებენ", - განუცხადა სარიმ "გაძეტა დელო სპორტს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული