3 ნოემბერს, სერია A-ს მე-11 ტურში "იუვენტუსმა" 1:0 დაამარცხა "ტორინო".
მე-11 წუთზე "იუვეს" საჯარიმოში კუთხურის ჩაწოდებისას ბურთი ხელზე მცველ მატიას დე ლიხტს მოხვდა (იხ. ფოტო), მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მიმდინარე ჩემპიონატზე მას ბურთი საჯარიმოში ხელზე ოთხჯერ მოხვდა - "ინტერთან" და "ლეჩესთან" თერთმეტმეტრიანი დანიშნეს, "ბოლონიასთან" და დღევანდელ შეხვედრაში კი - არა.
საერთოდაც, იტალიაში მიკერძოებული მსაჯობა სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, წინა ტურში "იუვენტუსისა" და "ჯენოას" შეხვედრაშიც არბიტრი ნებსით თუ უნებლიედ ხშირად უშვებდა შეცდომებს.
დღევანდელი მატჩის 70-ე წუთზე კი დე ლიხტმა გოლი გაიტანა
და "იუვეს" გამარჯვება მოუპოვა. ეს "იუვენტუსში" 20 წლის ჰოლანდიელის პირველი გოლია.
"ბიანკონერი" 29 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ინტერს" ისევ 1 ქულით უსწრებს და 10 ნოემბერს "მილანს" უმასპინძლებს.