MLS-ის ბოსი: "ნაპოლი"? იბრაჰიმოვიჩს სხვა იტალიური კლუბი იზიდავს

AutoSharing Option
MLS-ის მმართველმა ამერიკელმა ბიზნესმენმა დონ გარბერმა ESPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ "ლოს ანჟელეს გალაქსის" თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს იტალიურ კლუბში გადასვლა სურს, თუმცა ეს "ნაპოლი" არ არის.

"აშშ-ში გატარებულ 2 წელში ზლატანმა თითქმის ყველა რეკორდი მოხსნა. ბუნებრივია, ჩვენ გვსურს, რომ ის MLS-ში დარჩეს, თუმცა ყველაფერი "ლოს ანჟელეს გალაქსიზე" არაა დამოკიდებული.

ვიმეორებ, მე მისი დარჩენა მინდა. მომწონს მისი საქმისადმი მიდგომა, ის, თუ როგორ საუბრობს საკუთარ თავზე მესამე პირში. თუმცა ახლა მას იტალიური კლუბი იზიდავს. არა "ნაპოლი", არამედ  "მილანი", მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბი", -
განაცხადა გარბერმა.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზლატანსა და "ნაპოლის" შორის მოლარაპაკებები მიმდინარეობდა და კარლო ანჩელოტის ძალიან სურდა შვედის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული