ფაბიო კაპელო: რონალდოს 3 წელია არავინ მოუტყუებია

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში, "მილანთან" მატჩის (1:0) 55-ე წუთზე, "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელი რონალდო შეცვალა, გამარჯვების გოლი კი მის ნაცვლად მოედანზე შესულმა პაულო დიბალამ გაიტანა. კრიშტიანო პირდაპირ გასახდელში გავიდა და სტადიონი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა. მისი საქციელის შესახებ "იუვეს" ყოფილმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ ისაუბრა.

"ის, რაც რონალდომ გააკეთა, ლამაზი არ არის. მისაბაძი მაგალითი მოედნის დატოვებისასაც უნდა იყო. მას უკვე 3 წელია არავინ მოუტყუებია. ეს ასეა. საჯარიმოში ჩემპიონია.

სარის ადგილას, შეხვედრის შემდეგ დაველაპარაკებოდი. ვეტყოდი: "სამაგალითო რომ ხარ, თანაგუნდელებს
პატივი უნდა სცე. იმიტომ შეგცვალე, რომ მატჩის მოგება მინდოდა", - განაცხადა კაპელომ Sky Sport Italia-ს ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რონალდოს ტექნიკა არ ქონია - რას არ გაიგებ კაცი საქართველოში....სატირალია სასაცილო რო არ იყოს...
BOSS
15:58 12-11-2019
0
დაბერდა რონი, დროა ჩინეთის ლიგას ან შტატებს მიაშუროს
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული