რონალდოს ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან? - დაუსრულებია კარიერა!

AutoSharing Option
სერია A-ს მე-12 ტურში, "მილანთან" მატჩის (1:0) 55-ე წუთზე, "იუვენტუსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ თავდამსხმელი რონალდო შეცვალა. კრიშტიანომ მას ხელი არ ჩამოართვა და Il Bianconero-ს ცნობით, პორტუგალიურად "ძუკნის შვილი" უწოდა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა ამის შესახებ "ტვიტერზე" დაწერა:

"სარი რონალდოს მეორედ ცვლის. ის მას გვერდს უვლის და პირდაპირ გვირაბში გადის. ვეჭვობ, ყველაფერი ცუდად დასრულდება. უნდა ითქვას, ის სარიზე უარესი ჩერჩეტია".

რონალდომ სტადიონი საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე დატოვა და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

"რონალდომ სტადიონი ნაადრევად დატოვა? ეს აკრძალულია, რადგან ნამატჩევს დოპინგ-კონტროლი ტარდება. მახსოვს, "ლაციოსთან" დერბის მერე სასწრაფოდ სტადიონზე დაბრუნება მომიწია, რათა ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ მიმეღო", - ციტირებს კასანოს AS-ი.

რა თქმა უნდა, რონალდო დიდი კი არა, ეპოქალური ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული - უკვე 34 წლისაა. ალბათ, ამის ბრალიცაა, რომ ჩვეულად ვეღარ თამაშობს. შესაძლოა, ცალკეულ შეხვედრებში გაიბრწყინოს, თუმცა ძველებურად წარმატებულად და სტაბილურად ასპარეზობა გაუჭირდება, ხოლო თუ მართლა ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ეს, ფაქტობრივად, მისი კარიერის დასასრული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეთ სტატიები საიდან მოგაქვთ? დოპინგზე მთელი გუნდი კი არ მოწმდება. თუ დოპინგ ტესტზე იქნებოდა არჩეული გააფრთხილებდნენ და არ დატოვებდა სტადიონს. ორ წლიანი დისკვალიფიკაცია მიცემდნენ თუ გაფრთხილების მიუხედავად მაინც წავიდოდა და ტესტზე უარს იტყოდა. კასანოს ყოველთვის მაგარი მოცურებული ქონდა ))
5
ბარემ ორივე ფეხის ამპუტაცია გამოუტანონ სასჯელად, თავისი სახლის ეზოშიც რომ ვერ ითამაშოს! მერე დაისვენებთ ბევრი...
aburjga
10:25 12-11-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული