მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ტყვია და მუქარის წერილი მიიღო.
Corriere della sera-ს ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო და 50 წლის სპეციალისტს პირობა მისცა, რომ დაცვას გამოუყოფდა, რომელიც მას ბაზამდე და სახლამდე მიივანს.
მომხდარით ასევე დაინტერესებულია მილანის მთავრობა, თუმცა თავად გამოცემა ირწმუნება, რომ წერილი და ტყვია უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო.
წერილი და ტყვია იტალიელი პოლიტიკოსების დაშინების ერთ-ერთი ხერხია. კონტე ტურინის "იუვენტუსის" ფანებთან ცუდ ურთიერთობაშია. მათ არ აპატიეს იტალიელს, რომ მტრის ბანაკში გადავიდა.