არა შეჯდა მწყერი ხესა - მარიო ბალოტელი ვარჯიშიდან გააგდეს

AutoSharing Option
დღეს, 21 ნოემბერს, "ბრეშიას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ვარჯიში ნაადრევად დაასრულა, უფრო სწორად, დაასრულებინეს.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, მწვრთნელმა ფაბიო გროსომ ბალოტელის უთხრა, რომ წესიერად არ ვარჯიშობდა და გასახდელში გაისტუმრა.

მარიო მწვრთნელს არ შეეპასუხა და დაუყოვნებლივ დატოვა კლუბის ბაზა. "ბრეშიას" პრესსამსახური შეეცადა, მიეჩქმალა მომხდარი ინციდენტი და განაცხადა, რომ მარიომ ორმხრივი თამაშისას შეცვლის შემდეგ დატოვა ბაზა.

ბალოტელი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "ბრეშიაში" და სერია A-ს 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული