იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" უკვე შეათანხმა მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველ ალეკსეი მირანჩუკის ტრანსფერი.
გამოცემის თანახმად, მირანჩუკი ტურინულ გრანდში 2020 წლის ზაფხულში გადავა და იტალიელთა მხრიდან მოლაპარაკებებს შუამავალი გაბრიელე ჯუფრიდა აწარმოებდა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოკომოტივი" მირანჩუკის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვდა და კლუბის განცხადებით, უფრო ნაკლები თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელს არ შეელეოდნენ.
"იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ მირანჩუკისთვის თვალის მიდევნება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩატარებულ ორივე შეხვედრაში ალეკსეიმ თავი გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ "რკინიგზელთა" რიგებში ალეკსეის
ტყუპისცალი, ანტონიც თამაშობს. 24 წლის ძმები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, როგორც გარეგნულად, ისე თამაშის სტილით. "იუვე" კი ფოტოზე მარცხნივ მყოფი ძმით არის დაინტერესებული.