რონალდოს არყოფნისას იგუაინმა "იუვენტუსს" გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 3:1 სძლია "ატალანტას".

ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა რონალდომ, საფინალო სასტვენამდე 16 წუთით ადრე მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ, შემდეგ კი იგუაინმა დუბლი შეასრულა, ხოლო კომპენსირებულ დროში მისი პასით დიბალამ დალაშქრა გოლინის კარი.

"იუვენტუსი" 35 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ინტერს" 4 ქულით უსწრებს, რომელიც დღეს სტუმრად "ტორინოს" ხვდება.

ბოლონია. "აძური დ'იტალია"
ატალანტა - იუვენტუსი 1:3
გოლები: 1:0 გოსენსი (56), 1:1 იგუაინი (74), 1:2 იგუაინი (82), 1:3 დიბალა (90+2)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი გუნდია ატალანტა.ჯერ იყო და პენალტი ვერ გაიტანეს,შემდეგ მაინც დაწინაურდნენ.შემდეგ უიღბლო რიკოშეტის შემდეგ ბურთი იგუაინს მიუვიდა და მანაც გაიტანა.ამის შემდეგ მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ,სრულიად სამართლიანად არ დანიშნა პენალტი იუვეს კარში მაგრამ კიდევ ცოტა ხნის შემდეგ კვადრადოს ბურთი ხელზე მოხვდა ვარდნის დროს და მსაჯმა ვერ შენიშნა,იქიდან წამოღებული ბურთი კი უკვე იუვემ გაიტანა და დაწინაურდა.მესამე გოლი ატალანტას კარში უკვე კლასიკური კონტრშეტევა იყო და წინა გოლიდან გამომდინარეობდა.დიბალა კი ამ საქმეში დიდოსტატია
სოსო
20:33 23-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული