ფაბიო გროსო: დროა, ბალოტელის ძიძობას თავი დავანებოთ

AutoSharing Option
"ბრეშიას" მწვრთნელი ფაბიო გროსო თვლის, რომ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი საკუთარი პერსონისადმი ზედმეტად დიდ ყურადღებას იპყრობს.

"ვფიქრობ, მხოლოდ ბალოტელიზე საუბარს და მის ძიძობას თავი უნდა დავანებოთ. ჟურნალისტები მარიოს ყოველ ნათქვამს ან მოქმედებას ზედმეტ ყურადღებას აქცევთ. ვუთხარი მას, რომ თუ გუნდის სასარგებლოდ გაირჯება, ნორმალური ურთიერთობა გვექნება. მე ჩემს პოზიციას არ შევცვლი.

სატურნირო ცხრილის ფსკერზე ვართ და ამ ვითარებიდან გამოსასვლელად ყოველმა ჩვენგანმა შესაძლებელზე ცოტათი მეტი უნდა გააკეთოს. არ გვჭირდება სტატიკურ მდგომარეობაში მყოფი ფორვარდი, რომელიც ბურთს ელის. ყველამ უნდა იბრძოლოს, დაეხმაროს თანაგუნდელებს. არ გვჭირდება
ფეხბურთელი, რომელიც თავს განსაკუთრებულად მიიჩნევს", - განუცხადა გროსომ Sky Sport Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული