სერია A-ს მე-13 ტურის მატჩი "ლეჩესა" და "კალიარის" შორის ძლიერი წვიმის გამო გადაიდო.
შეხვედრის დაწყების წინ ორივე გუნდი თამაშის გადადების მომხრე იყო, გადამწყვეტი სიტყვა კი მსაჯებს უნდა ეთქვათ.
სტადიონის გაზონი წყლით დაიტბორა და მატჩი გადაიდო. როგორც იუწყებიან, შეხვედრა დღეს, 25 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.