ეს დაუჯერებელია! - ჟურნალისტი კრიშტიანო რონალდოს მისი ქცევის გამო აკრიტიკებს

AutoSharing Option
beIN Sports-ის ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ სერია А-ს დაჯილოდების ცერემონიის დიდი ნაწილი გამოტოვა.

"დაუჯერებელია! კრიშტიანო რონალდო ცერემონიის დროს საკუთარ ავტომობილში იჯდა იმ მომენტამდე, სანამ სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გადაცემის დრო არ მოვიდა.

ამ ეპიზოდში, უკვე დადგა დრო და მანქანიდან გადმოვიდა. იმ ეპიზოდში მისი დაცვის თანამშრომლები კამერების მისამართით ფარნებს ანათებდნენ,"- დაწერა ჟურნალისტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

34 წლის პორტუგალიელმა ოქროს ბურთის დაჯილოების ცერემონიაც გამოტოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაღიარებ რონალდოს არ ეკუთვნოდა ოქროს ბურთი მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადააბიჯეს ამ ს.მა ჰეიტერებმა.
კარგით რა
17:01 03-12-2019
7
მაიკლ ჯექსონივით იქცევა დდ
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული