მასწავლებლის ადგილი შეიძლება მოსწავლემ დაიკავოს.
არაა გამორიცხული, "ნაპოლის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მალე გადააყენონ. მას ურთიერთობა გაუფუჭდა ფეხბურთელებთან და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან. გუშინ ანჩელოტი ფეხბურთელებს შეხვდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
რადიო Marte-ს ცნობით, შესაძლოა, ანჩელოტი 10 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "გენკთან" მატჩის შემდეგ მოხსნან.
Calciomercato კი ამტკიცებს, რომ არის იმის ალბათობა, გუნდი ჯენარო გატუზოს ჩააბარონ, რომელსაც უკვე ესაუბრა კლუბის სპორტული დირექტორი.
გატუზომ "მილანი" ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ არაერთი იტალიური კლუბი ეპატიჟება.

14 ტურის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონატზე 20 ქულით
მე-7 ადგილზეა და ლიდერ "ინტერს" 17 ქულით ჩამორჩა.