ლეგენდარულმა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ კარიერას იტალიურ კლუბში გააგრძელებს.
"შევუერთდები კლუბს, რომელმაც საკუთარი ისტორია უნდა გაიხსენოს, რომელიც გამარჯვებას უნდა დაუბრუნდეს და რომელიც ყველას ებრძვის.
ეს ერთადერთი ხერხია, რომ თქვენს გასაკვირვებლად მოტივაცია ვიპოვო. საქმე მხოლოდ გუნდის არჩევაში არაა, არსებობს სხვა ფაქტორების, რომელიც უნდა გააერთიანო, მათ შორის ჩემი ოჯახის ინტერესი. მალე იტალიაში შევხდებით", ციტირებს იბრაჰიმოვიჩს GQ Italia.
შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანთან" გააფორმებდა კონტრაქტს.