8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "მილანმა" სტუმრად "ბოლონიას" 3:2 მოუგო და მე-10 ადგილზე დამკვიდრდა.
ანგარიში კშიშტოფ პიონტეკმა გახსნა - პოლონელმა თავდამსხმელმა 20 ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა, ისიც თერთმეტმეტრიანით. მან 6-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
მილანური გუნდის მცველმა თეო ერნანდესმა ჯერ მეტოქის კარი დალაშქრა, შემდეგ კი - საკუთარი.
"როსონერიმ" ჩემპიონატზე ზედიზედ ორი გამარჯვება სექტემბრის შემდეგ პირველად იზეიმა და 15 დეკემბერს "სასუოლოს" უმასპინძლებს.
ბოლონია. "რენატო დალ'არა". 23 707 მაყურებელი
ბოლონია - მილანი 2:3
გოლები: 0:1 პიონტეკი (15, პენ), 0:2 ერნანდესი (32), 1:2 ერნანდესი (40, საკ. კარში), 1:3 ბონავენტურა (46), 2:3 სანსონე (84, პენ)