"სამპდორიას" პრეზიდენტი მასიმო ფერერო ერთობ ოდიოზური პიროვნებაა, უცნაური საქციელით გამოირჩევა, მით უმეტეს მისი თანამდებობის და ასაკის კვალობაზე. ზოგი მიიჩნევს, რომ გიჟია, ზოგი ამტკიცებს, რომ ასე სპეციალურად იქცევა, რამეთუ სტილი აქვს ასეთი. რა თქმა უნდა, შეურაცხადი არ არის, თორემ 5 წლის განმავლობაში სერია A-ს კლუბს ვერანაირად ვერ გაუძღვებოდა.
ახლა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ კლუბის ბაზაზე რეკონსტრიქციისას, ფინანსური მაქინაციების გამო, ფერეროს და მის მეუღლე ვანესას, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოთხი თვით ფეხბურთის სფეროში ნებისმიერი საქმიანობა აუკრძალა, ხოლო კლუბი 15 ათასი ევროთი დააჯარიმა.