42 წელს მიტანებული ჯიჯი ბუფონი დამსახურებულ პენსიაზე გასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჯიჯი ბუფონი იანვარში 42 წლის გახდება, მაგრამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ აპირებს.

Calciomercato-ს ცნობით, ბუფონი "იუვენტუსთან" კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებას გეგმავს. ის "იუვეს" ხელმძღვანელობასთან ამ საკითხს "სამპდორიასთან" ნამატჩევს განიხილავს.

თუ მან "სამპდორიასთან" ითამაშა, სერია A-ში ჩატარებული შეხვედრების მაჩვენებლით პაოლო მალდინის (647) დაეწევა.

გუნდის მესამე გოლკიპერი მატია პერინი კი შეიძლება "ჯენოაში" გადავიდეს. მშობლიური გენუური კლუბი მას იჯარით აიყვანს.

მიმდინარე სეზონში ბუფონმა ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა, პერინმა კი - ერთში.

altჯიჯი ბუფონი "იუვენტუსში" დაბრუნებაზე: ერთხელ

დავფიქრდი, რას ვაკეთებდი პსჟ-ში?

altჯანლუიჯი ბუფონი: მესი ფედერერია, რონალდო კი ნადალი

altბუფონის რეკორდი, რონალდოს გოლი და "იუვენტუსის" გამარჯვება [VIDEO]

altკრიშტიანო რონალდო ბუფონის გოლზე: ჯორჯინასთან სექსი უკეთესია

altვინა თქვა, ბუფონი დაბერდაო? - "ინტერს" სამი პენალტი აუღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული