ჯანლუიჯი ბუფონი: მესი ფედერერია, რონალდო კი ნადალი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ჩოგბურთელების როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება ფეხბურთელების კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის დაპირისპირებას შეადარა.

"ფედერერი განუზასზღვრელი კლასია, ნადალი კი შრომისმოყავრეობა და ნიჭია, ამის გარეშე ის ამდენ ტიტულს არ მოიგებდა.

ნადალის დაუღალავი შრომა და სრულყოფილებისკენ სწრაფვამ მისცა მას შესაძლებლობა ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ჩოგბურთელის გვერდე დამდგარიყო.

ჩემთვის ეს შედარება ნათელია და მეღიმება. ლეო მესი ფედერერია, ხოლო კრიშტიანო რონალდო ნადალს ჰგავს", - თქვა ბუფონმა Sportweek-თან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე მაგარი შედარება ჯერ კაცს არ გაუკეთებია.
ბრავო ჯიჯი
20:15 05-10-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული