მაურისიო სარი რონალდოს გოლს მხატვრულად გამოეხმაურა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ "სამპდორიასთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განვლილი მატჩი შეაფასა.

"დიბალას გოლი ბრწყინვალე იყო, როგორც რონალდოსი, რომელმაც თითქოს ჰაერში მთელი მარადისობა გაატარა.

ჩვენ კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ ცოტა უცნაურად გამოვიყურებოდით. თუმცა მეორე ტაიმში დიდად აღარ გაგვირისკავს.

ცუდია, რომ მატჩის ბედი ადრე გადაწყდა, შეხვედრის ბოლოს ჩვენს საჯარიმოში ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. გუნდი კარგ ფორმაშია", - განაცხადა სარიმ Football Italia-სთან საუბარში.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული