"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი მზადაა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს და La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე შეათანხმა.
ახლა უკვე "ინტერი" "ბარსელონას" უნდა მოელაპარაკოს ტრანსფერის პირობებზე. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მილანელები მზად არიან "ბარსელონას" 12 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა კატალონიელები 20 მილიონს ითხოვენ.
ვიდალი იტალიაში აქამდეც თამაშობდა. ჩილელი ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას 4 სეზონის განმავლობაში იცავდა - 2011 წლიდან 2015 წლამდე.
"ბარსელონაში" კი ვიდალი მეორე სეზონს ატარებს და ესპანელებს მიუნხენის "ბაიერნიდან" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.