ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" დაბრუნდა

AutoSharing Option
თავისუფალ აგენტად მყოფი 38 წლის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" ჩაირიცხა.

იბრაჰიმოვიჩმა "მილანთან" კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა და შემდეგ შეიძლება გაუხანგრძლივონ კიდეც. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გამოადგება გუნდს.

იბრა ზაფხულამდე  "როსონერისგან" 3 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ გუნდში მომავალ სეზონშიც დარჩა, მისი ხელფასი 4.5 მილიონი იქნება.

ის იტალიაში 2 იანვარს ჩავა, მედშემოწმებას გაივლის და პრეზენტაციას მოუწყობენ. ზლატანი "მილანის"ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა, ბოლოს კი "ლოს ანჟელეს გალაქსიში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული