"იუვენტუსის" მეკარე მატია პერინს გუნდის დატოვება მოუწევს.
იმის გამო, რომ ძირითადი გოლკიპერი ვოიცეხ შესნია, ხოლო სათადარიგო ჯიჯი ბუფონი თამაშზე თავის დანებებას არ აპირებს, პერინს "ჯენოაში" გაანათხოვრებენ.
სხვათა შორის, ის გენუური გუნდის ღირსებას ადრე იცავდა. პერინის სამსახურით აგრეთვე "ბენფიკა" და "მილანი" იყვნენ დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში პერინს არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.